მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC საერთაშორისო კომპანია ხდება

638d12f0cce2d
BM.GE
05.12.22 09:30
1539
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი საქართველოში ამ პროფილის პირველი კლინიკა გახდა, რომელმაც ISO-ს და ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ხარისხის სერტიფიკატები მოიპოვა.

გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში კლინიკის დამფუძნებელმა ნინო მუსერიძემ სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, GGRC უცხოეთის ბაზარზეც გავა და ორგანიზაცია საერთაშოროსო კომპანიად გარდაიქმნება. საუბარია ისრაელის, იტალიისა და ჩინეთის ბაზარზე ოპერირების დაწყებაზე.

დიდი ნაბიჯის გადადგმა გვინდა მე და ჩემს გუნდს, ეს არის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევალთ ისრაელის, ასევე იტალიის ბაზარზე, ასევე ჩინეთის ბაზარზეც რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ძალიან დიდი პერსპექტივაა, პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ GGRC იქნება დიდი კორპორაციის ნაწილი. მე და ჩემს გუნდს ექნება საშუალება, რომ იმუშავოს მთელი მსოფლიოს ბაზარზე. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც გააკონტროლებს სამედიცინო ხარისხს.

-GGRC International-ი იქნება ცალკე კომპანია, რომელშიც შევა ქართული GGRC-იც და თქვენ მმართველი პარტნიორის სტატუსს შეინარჩუნებთ?

- დიახ, მმართველი პარტნიორის სტატუსი გვექნება მინიმუმ 10 წელი.”

GGRC-ის დამფუძნებელმა გადაცემაში საქველმოქმედო ფონდ “შენთვის” შესახებაც ისაუბრა. ფონდი სამი წლის წინ დაფუძნდა და მის შედეგად, ქართველ პაციენტებს რეპროდუქციული სერვისები უფინანსდებათ. ნინო მუსერიძის განცხადებით, ამ ფონდის საქმიანობით, უკვე 504 ბავშვი დაიბადა.

“ჩვენი პაციენტების 70% არის უცხოელი. შესაბამისად, უცხოელი კლიენტები არის ბიზნესის ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება ქართველ პაციენტებს, ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რადგანაც 20% შემოსავლის რაც შემოდის უცხოელებისგან მიდის ფონდში. 3 წლის წინ მივიღეთ საქველმოქმედო ფონდის სტატუსი აუდიტის შემოსვლის შემდგომ და მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რასაც ახორციელებს ეს კლინიკა. ეს ყველაზე საამაყო საქმეა, მე ასე ვფიქრობ,”- განაცხადა ნინო მუსერიძემ.