16.ივლისი .2020 17:30

ქართულ ღვინის ინდუსტრიას კიდევ ერთი ღვინის კომპანია მარადისეული შეუერთდა

views 420
უკან

კომპანია საჯარო ასპარეზზე გასულ კვირას გამოვიდა და მის დამფუძნებელს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. როგორც თავად ამბობენ მარადისეული ღვინის სავანეა სადაც თავს იყრის დაუსაბამო ცოდნა ღვინის კულტურისა და წარმოების შესახებ. კომპანიაში აცხადებენ რომ სავანეში მოხდება არამარტო ღვინის წარმოება არამედ ღვინის დაყენების უძელესი ქართული ცოდნის მოძიება შეგროვება და გავრცელება.

„ღვინის წარმოება და ბაზრის შესწავლა ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ. მარადისეული, ეს არის ღვინის სავანე სადაც თავს იყრის ქართული მეღვინეობის 8000 წლოვანი ცოდნა, ღვინისა და ქვევრის ათასწლოვანი ურთიერთობის ცოცხალი ისტორი ანუ ქართველთა მიერ დაგროვილი სიბრძნე, ერთი წინადადებით შეიძლება ასეც ითქვას რომ სავანე ეს არის ადგილი სადაც თავისუფლდება ღვინოსთან დაკავშირებული დაუსაბამო ცოდნა“ - განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა, მარადისეულის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ქართული ღვინის სავანე მარადისეული მდებარეობს ქართლში ასურელთა მიერ დასახლებულ სოფელ ქანდაში, სადაც ასურელები დღემდე ქრისტეს ენაზე, არამეულად საუბრობენ. სოფელში არსებული ცამეტი ასურელი მამის მონასტერი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ადგილია სადაც მართლმადიდებლური წირვა ლოცვა მიმდინარეობს არამეულ ენაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ მარადისეულის მიზანია ქართლის უნიკალური ვაზის ჯიშების აღმოჩენა, და პოპულარიზაცია. ამ ეტაპისთვის მარადისეული აწარმოებს 4 ჯიშის ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს, ესენია: ჩინებული, გორული მწვანე, და მარადისეულის მიერ შექმნილი ღვინო სავანე, რომელიც შეიქმნა დანახარულისა და ბუდეშურული საფერავის ჯიშების სეპაჟით.

მარადისეულის ღვინის სამი სახეობა პორველ ეტაპოზე ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი თუმცა კომპანიაში მიდის მზადება იმისთვის, რომ მომავალი წლიდან მოხდეს ექსპორტის განცორციელება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ კონტინენტების ქვეყნებში.

სულ მალე კომპანია დაიწყებს ფართომასშტაბიან უპრეცენდენტო კამპანიას ღვინოს ინდუსტრიაში, სახელწოდებით: #შეაგროვეცოდნაღვინოზე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა