01.აპრილი .2021 21:36

ქართულ კომპანიებს შორის ლონდონის ბირჟაზე აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება “საქართველოს ბანკს” აქვს

ქართულ კომპანიებს შორის ლონდონის ბირჟაზე აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება “საქართველოს ბანკს” აქვს
views 699
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.

ამჟამად ამ კომპანიებს შორის აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება “საქართველოს ბანკს” აქვს, რომელიც ამ პოზიციაზე 16 მარტის შემდგომაა. ამჟამად “საქართველოს ბანკის” მშობელი კომპანიის, Bank of Georgia PLC-ის ერთი აქციის ღირებულება 11.16 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. მიმდინარე დღის განმავლობაში ბანკის აქციის ღირებულება 1.45%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 540.86 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

31 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა "საქართველოს ბანკის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "ნეგატიური" გააუმჯობესა. ამჟამად ბანკის რეიტინგის მოლოდინი არის "სტაბილური". ამასთან, სარეიტინგო სააგენტომ ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ "BB მინუსის" დონეზე დაადასტურა.

Fitch-ი მოელის, რომ ბანკის ბუფერები საკმარისი იქნება იმისთვის, რათა ისე შთანთქოს შესაძლო საკრედიტო დანაკარგები, რომ ამით ბანკის ფინანსურ პროფილს ზარალი არ მიადგეს. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი “საქართველოს ბანკი" კრიზისულ პერიოდს ჯანსაღი კაპიტალის მოცულობით და კარგი ფინანსური პარამეტრებით შეხვდა.

რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ სხვა ქართულ კომპანიებს, ამჟამად “თიბისი ბანკის” ერთი აქციის ღირებულება 10.20 გირვანქა სტერლინგია. გასული დღის განმავლობაში ბანკის აქციის ფასი 3.66%-ით გაიზარდა. “საქართველოს კაპიტალის” ერთი აქციის საფასური კი 5.99 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც გასული დღის განმავლობაში 3.99%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა