ქართულ საბანკო სისტემაში დეპოზიტების შემცირებაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში დეპოზიტების მოცულობამ 561 მილიონი ლარით იკლო. შემცირება შეეხო როგორც ვადიან, ასევე მოთხოვნამდე დეპოზიტებს. სებ-ის ანგარიში მთლიანად საბანკო სისტემას ასახავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რომელი ბანკებიდან მოხდა დეპოზიტების გადინება.
ამასთანავე, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების პარალელურად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმაც იკლო.
"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 32.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.89 მლნ ლარით, ანუ 1.71%-ით ნაკლებია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.66%-ით ნაკლები). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 119.86 მლნ ლარით, ანუ 0.78%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 442.04 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.46%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.05 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.27% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.36%.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.41%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა,"- ნათქვამია ანგარიშში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის