მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების აქტივებმა 57.5 მილიარდს მიაღწია

6151bdf4bd6fe
BM.GE
27.09.21 20:37
844
ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივების და სესხების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 57.49 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანად საქართველოს მშპ-ს ზომაზე დიდია. 

"2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 458.02 მლნ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.47 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 57.49 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.11 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.38 პროცენტია,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

აქტივებთან ერთად გაზრდილია ბანკების მიერ გაზრდილი სესხების მოცულობაც:

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 478.45 მლნ ლარით (1.21%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.53%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით (1.82%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135.17 მლნ ლარით (0.65%-ით) გაიზარდა,"- ნათქვამია ანგარიშში.