მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების აქტივებმა 60.5 მილიარდს მიაღწია

61f0042cdab17
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.22 18:14
1977
2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის ზომამ 56,570,000,000 ლარს მიაღწია. დეკემბრის განმავლობაში ბანკების აქტივები 1 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც 1.8%-იანი მატებაა. 

რაც შეეხება საბანკო სისტემაში არსებულ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 1 იანვრის მდგომარეობით, 37,160,000,000 ლარს შეადგენდა, რაც 1 დეკემბერთან შედარებით, 4%-ით (1.4 მილიარდი ლარით) მეტია. 

"დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 191.41 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.02%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.22 მლრდ ლარით, ანუ 6.00%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.74%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 40.04 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

რაც შეეხება კრედიტებს, ამჟამად, ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 43,030,000,000 ლარის სესხები აქვთ გაცემული. წინა თვესთან შედარებით, ეს თანხა 1.6 მილიარდით (3.93%-ით) გაიზარდა.

"ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 685.88 მლნ ლარით (3.35%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 941.36 მლნ ლარით (4.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.04%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.29%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.21%-ით მეტი).

2021 წლის დეკემბრის განმავლობაში 3.10%-ით, ანუ 646.57 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 21.52 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.16 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით).", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.