27.ივნისი .2022 19:21

ქართული ბანკების აქტივებმა 62 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ქართული ბანკების აქტივებმა 62 მილიარდ ლარს გადააჭარბა
views 733
უკან

2022 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 62.61 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წინა თვესთან შედარებით 1.44%-ით მეტია. 

ამჟამად ქვეყანაში სულ 14 კომერციული ბანკი მოქმედებს, თუმცა მათი რიცხვი მომავალში შესაძლოა 13-მდეც შემცირდეს, რადგანაც რუსული "ვითიბი" ქართული ბაზრიდან სრულად გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. 


ბანკების სააქციო კაპიტალი 8.27 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

რაც შეეხება ბანკების საკრედიტო დაბანდებებსა და დეპოზიტებს, მათ ქვეყნის ეკონომიკაზე 43.1 მილიონის სესხები აქვთ გაცემული. ხოლო დეპოზიტების ზომა 37 მილიარდ ლარს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა