29.აგვისტო .2019 10:07

ქართული ბანკების შემოსავლები საკომისიოებიდან 11%-ით შემცირდა

views 459
უკან

2019 წლის პირველ შვიდ თვეში, ქართულმა ბანკებმა საკომისიოებისა და მოსაკრებლების სახით 202,917,000 ლარი აკრიფეს. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, 25 მილიონი ლარით ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტატისტიკის მიხედვით, ჯამურად, ქართული ბანკების მიერ აკრეფილი საურავების ღირებულება 11%-ით არის შემცირებული.

საკომისიოებისა და მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლის კლების საპირისპიროდ, გაზრდილია ჯარიმებისა და საურავების შემოსავლები. იანვარ-ივლისში ბანკების მიერ მიღებული ჯარიმების ღირებულება ₾55,188,000 ლარი იყო, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.

საკომისიოებსა და ჯარიმებზე უფრო დიდ შემოსავალს კი კომერციული ბანკები ვალუტის კონვერსიის ოპერაციებიდან იღებენ, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქართული ბანკების მიერ ვალუტოს გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 206,658,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 69.6%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა