2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 317 მილიონიანი ზარალი განიცადეს - ამის შესახებ ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ამავე დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა, შედეგად წმინდა ზარალი, რომელიც 7 თვეში 413 მილიონ ლარს შეადგენდა, აგვისტოში 317 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალით ან სულაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულოს.
როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმაც გააკეთა. კობა გვენეტაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს სექტორი გასულ წლებში არსებულ მოგების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
“რა თქმა უნდა, იქნება პორტფელის გაუარესება, რა თქმა უნდა, უმოქმედო სესხები აღარ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც ის დღესაა. უნდა ითქვას, რომ უმოქმედო სესხები საკმაოდ დაბალი გვქონდა არამარტო რეგიონის ქვეყნებთან, არამედ უმრავლეს შესადარის ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ ეს ზრდაც უმოქმედო სესხების იქნება აბსოლუტურად გადატანადი ფინანსური სისტემის მიერ, რადგანაც მათ აქვთ ძალიან კარგი ბაზა როგორც ლიკვიდობის, ასევე კაპიტალის, რომლის დაგროვებაც დროთა განმავლობაში ხდებოდა. მოგეხსენებათ, ბანკების მიერ შეფასებულმა საკრედიტო დანაკარგება 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოტენციური ხარჯი და ზარალი, შესაძლებელია, უფრო ნაკლები იყოს. კომერციული ბანკები ახორციელებენ აქტიურ შეფასებას და მე იმედი მაქვს, რომ ეს თანხა ამდენი (1.2 მილიარდი ლარი) არ იქნება, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც თუ ასე იქნა, ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის ადეკვატურობას და ლიკვიდურობას საკმაოდ მაღალ დონეზე და მათ ფუნქციონირებას არანაირი პრობლემა არ ემუქრება. რაც შეეხება მათ ზარალს, გატარებული რეზერვების გამო შესაძლოა, რომ 2020 წელი მათ მცირე ზარალით დაასრულონ, თუმცა სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს შემდეგ წელს უკვე აღიდგენენ", - ამბობს კობა გვენეტაძე.
როგორია ბანკების საოპერაციო საქმიანობა?
რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის 8 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 2.42 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად კი ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.29 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 910 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 18%-ით არის გაზრდილი.
არასაპროცენტო შემოსავლები კი, 561 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 2%-ით არის შემცირებული. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 8 თვეში 199 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 111%-ით არის შემცირებული და 28.8 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 3.49 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 36%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 157 მილიონით არის გაზრდილი და 714 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 28%-ით არის გაზრდილი და 510.8 მილიონ ლარს აღწევს.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის რვა თვეში 316.8 მილიონი ლარი იყო.
უფრო დეტალურად კონკრეტული ბანკების მოგება/ზარალის რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა