ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს.
„პირველ ეტაპზე საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საქონელზე. თანხებში რომ წარმოიდგინოთ, ეს არის დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს კოლოსალური ევროპული ბაზარი. პირველ ეტაპზე საუბარია ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ნებისმიერ კომპანიას უკვე გუშინდელი დღიდან შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ვფიქრობთ, ქართული კომპანიები გაუწევენ კონკურენციას ევროპელ პარტნიორებს“, - აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი.
ევროგაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ქართულ კომპანიებს პირველ ეტაპზე სერვისის და მომსახურების მიწოდება შეზღუდული აქვს. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, ასოცირების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად დროულად დაუახლოებს საქართველო შესყიდვების კანონმდებლობას ევროკავშირის ნორმებს.
„სერვისის და მომსახურების დამატება დამოკიდებულია იმ ფაზაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისწინებით ვალდებულებებს. ჩვენი კუთხით ამ ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია კანონპროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია და წარდგენილია პარლამენტში. ვფიქრობ, შემოდგომაზე დაიწყება აქტიური განხილვა და მიღება ისევე როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების. აღნიშნული პროცესის კვალდაკვალ სერვისებისთვის ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნება“,-აცხადებს ზაზა ნანობაშვილი.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო