მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

5fa4ff4d5cae6
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 09:00
2735
ქართული გაზირებული გამაგრილებელი სასმელი „კაი“ ადგილობრივი ბაზრის შემდეგ ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

ახალი ბოტანიკური სასმელი ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა. როგორც მისი მწარმოებელი კომპანია „ბოტანისტის“ ხელმძღვანელი გიორგი ჯირკვალიძემ BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, დღეისთვის მომხმარებელში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

მისივე თქმით, კომპანია 2021 წლის ბოლოსთვის ადგილობრივი გამაგრილებელი სასმელების ბაზრის 4%-ის ათვისებას გეგმავს, თუმცა მათი გეგმები ამით არ შემოიფარგლება და ქართული ბოტანიკური სასმელი ექსპორტზეც გავა.

“საექსპორტო მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პირველი სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია და სულ მალე ექსპორტიც განხორციელდება. ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარს აშშ-ი და კანადა წარმოადგენს, რადგან ყოველდღიურად ამ ბაზრებზე ჯანსაღი გამაგრილებელი სასმელების პოპულარობა სტაბილურად მზარდია. თავისი განსაკუთრებულობითა და ფუნქციურობით დარწმუნებული ვარ „კაი“ თავის ნიშას დაიკავებს“, - ამბობს გიორგი ჯირკვალიძე.

კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ სამომავლოდ ქართული ბოტანიკური სასმელის გაყიდვების დიდი ნაწილი ექსპორტზე იქნება მიმართული.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ 2021 წელს წარმოების 70% ლოკალურ ბაზარზე, ხოლო 30% ექსპორტზე გავა, 2022 წლიდან კი ეს მაჩვენებლები გათანაბრდება“, - აღნიშნა „ბოტანისტის“ დირექტორმა.