მეხანძრის ქართული ცეცხლგაუმტარი უნიფორმა მზადაა. ამის შესახებ BM.GE-ის სტარტაპ კომპანია ELVEN TECHNOLOGIES ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ განუცხადა. როგორც ის ამბობს, ახლა პროტოტიპმა ლაბორატორიულ ტესტირებასთან ერთად, საველე შემოწმებაც უნდა გაიაროს. ამის შემდეგ კი, უკვე ჯერი სერტიფიცირებაზე მიდგება.
სტარტაპის ავტორები ამბობენ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2022 წლის ბოლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეხანძრეები სიცოცხლის გადასარჩენად ქართული უნიფორმით "იბრძოლებენ".
ვამეხ ხერხეულიძის ინფორმაციით, ცეცხლგაუმტარი კოსტუმით სხვადასხვა ქვეყნები უკვე დაინტერესდნენ.
“უნიფორმაზე მუშაობას მოვრჩით; გვაქვს სრულად ფუნქციური პროტოტიპი, დარჩენილია ტესტირების პროცესი. სიახლე გვაქვს ისიც, რომ უკვე გამოჩნდა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია უნიფორმის შესყიდვით; მართალია, პროდუქციის მიწოდება ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ ძალიან მალე მოვახერხებთ. საუბარია მცირე რაოდენობაზე, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე კარგია, რადგან მარტივი საწარმოებელი იქნება. ასევე, რამდენიმე ქვეყანაში გვაქვს ახალი კონტაქტები. მაგალითად, ავსტრალიაში დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქტით. საქმე იმაშია, რომ ავსტრალიის მთავრობამ, რომელსაც შექმნილი აქვს სპეციალური აქსელერატორი კონკრეტულად სახანძრო სტარტაპებისთვის, გაიგო ჩვენს შესახებ; ყველამ ვიცით, რომ ხანძრები ავსტრალიაში ძალიან დიდი პრობლემაა. ასევე, ვთანამშრომლობთ ლატვიაში ბიზნეს აქსელერატორთან და შეიძლება, სამი თვის შემდეგ ჩვენში ინვესტირება გადაწყვიტონ“, - აცხადებს ELVEN TECHNOLOGIES-ის თანადამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.
ცნობისთვის: ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი