მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჩაი ექსპორტზე ჩეხეთში გავიდა – "მანნას“ დეტოქს ჩაი მაღაზიების ქსელშიც გაიყიდება

6264081441e19
ალა ისპირიანი
23.04.22 18:00
1677
რამდენიმე დღეში მაღაზიების ქსელში "მანნას“ მწვანე დეტოქს ჩაი გაიყიდება. როგორც Bm.ge-სთან კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ეკატერინე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, მწვანე დეტოქს ჩაი ონლაინ გაყიდვაში დაახლოებით ორი თვის წინ გაუშვეს, თუმცა მზარდი მოთხოვნის გამო მისი ქსელში გაყიდვაც გადაწყდა.

„პირველად ეს პროდუქტი დაახლოებით 10 დღეში აგროჰაბში გავა. მწვანე დეტოქს ჩაი თავიდან ონლაინ გაყიდვაში დავტესტეთ და დიდი დაინტერესება წამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ სასწრაფოდ ქსელებშიც გაუშვათ. ასეთი მზარდი მოთხოვნა იმიტომაა, რომ ჩაი უმაღლესი ხარისხის მწვანე გრეხილი ჩაისგან შედგება, ასევე აქვს ქართული ხილის ინგრედიენტები, კერძოდ, კივი, ფეიხოა, ფორთოხალი და ლიმონი აქვს. მასში ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია. დეტოქს ჩაი, იმიტომ დავარქვით, რომ ამ ყველა ინგრედიენტს დეტოქს ეფექტი აქვს, რაც იმას გულისხმობს რომ ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან და ჯანმრთელობისთვის კარგია“, - განმარტავს ეკატერინე ჯაგოდნიშვილი.

მისივე თქმით, ქართული დეტოქს ჩაი უკვე ჩეხეთშიც გადის:“მოთხოვნა ჩეხეთიდანაც იყო და ჩვენი ქართული ჩაი თითქმის სამი კვირაა ექსპორტზე გადის". 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გარდა დეტოქს ჩაისა, კომპანიამ ასევე, ქართული ჩაის ნაკრების სახით, ახალი პროდუქტი გამოვუშვა, სადაც 7 სხვადასხვა სახეობის ერთჯერადი პაკეტების ჩაია.

ცნობისთვის, "მანნას" მწვანე დეტოქს ჩაი დასაყენებელი ჩაის სახით არის წარმოდგენილი და 70–გრამიანი შეფუთვის ფასი 12,50 ლარია.
კომპანია „მანნა“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მისი პროდუქციის ღირებულება 5-დან 55 ლარამდე მერყეობს. კომპანიაში ჯამში 24 ადამიანია დასაქმებული. მისი ყოველწლიური წარმოება კი 20 ტონამდე ჩაი და ნარევებია.