25.მაისი .2020 09:40

ქართული ჩაი "ნაგომარი" აშშ-ში ექსპორტზე გადის

views 471
უკან

2019 წელს მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმეთ აშშ-სთან, კერძოდ, პარტნიორები ვიპოვეთ ნიუ-იორკში- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში ჩაი “ნაგომარის" დამფუძნებელმა ნანა ყირმელაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ კონტრაქტის შედეგად ქართული ჩაის ექსპორტი ამერიკაში უკვე დაწყებულია.

“ჯერჯერობით კარგ შედეგებს დებს ჩვენი ჩაი. ჩვენ ორიენტირებული ვართ მხოლოდ უმაღლეს ხარისხზე. მთავარი, რაც ჩაის კონკურენტუნარიანს ხდის, მისი ხარისხია”,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

როგორც ნანა ყირმელაშვილი ყვება, პანდემიის პირობებში “ნაგომარსაც” სხვა კომპანიების მსგავსად მოუწია გადაწყობა.
“ონლაინ რეჟიმზე გადავედით”,- ამბობს ის.

ყირმელაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობას თავისი გრაფიკი აქვს და მიწას დამუშავება სჭირდება, პანდემიის გამო კომპანიას არც ერთი წუთით არ შეუჩერებია მუშაობა.

რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მათი რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

“წელს 70 კაცზე მეტი დასაქმებული გვეყოლება ჩაის კრეფის დროს”,- აცხადებს “ნაგომარის” დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა