მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ეკონომიკა დღეს „ნივაა“ - ივა ჭყონია

617eaa2a69836
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 18:36
1290

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია საქართველოს ეკონომიკას ავტომობილ „ნივას“ ადარებს და ამბობს, რომ დღეს ბიზნესი და ეკონომიკა იმ მდგომარეობაში არ არის, როგორც მას ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Drive-ში იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„ზოგადად როგორც გვეუბნებიან „ალფა რომეოს“ ავტომობილის კლასის დონეზე ვართ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საბჭოთა მანქანა „ნივის“ დონეზეა ჩვენი ეკონომიკა. აცდენა რომ არის შეფასებებში მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე ყველაზე კარგად გრძნობს. ერთია - რა განცხადებებს აკეთებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო მეორეა - მძიმე და მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს.

როდესაც დახურული იყო ყველაფერი და ახლა მიმდინარეობს აღდგენა, რა თქმა უნდა, რიცხვებში სხვაობა დიდი იქნება. თუმცა რიცხვებში სხვაობა იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ყველაფერი კარგად არის და რაღაცას გადავასწარით და გავუსწარით. ხვალ და ზეგ რა იქნება ამის პროგნოზირებაც ძალიან სათუოა. არ უნდა დაგვავიწყდეს სახელმწიფოს ძალიან დიდი ვალი აქვს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.