მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ვამაყობთ თქვენით - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია

63fdf170f2da9
BM.GE
28.02.23 16:42
1259
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

„ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ჩემთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა. ბაკურიანში მართლაც სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოხერხდა მოკლე დროში, ძალიან ამაყები ვართ თქვენით, განსაკუთრებით ფინალური ეტაპების ჩატარებით”,- აღნიშნავს რობი მორესი.