Merton Café & Wine Bar – ასე ჰქვია ღვინის ბარს, რომელიც ლონდონის პრესტიჟულ უბანში ახალციხელმა სოსო ნათენაძემ გახსნა. Bm.ge-სთან საუბრისას 36 წლის ქართველმა მეწარმემ აღნიშნა, რომ მის მიერ გახსნილ ბარში ბევრი სახეობის ქართული ღვინოა წარმოდგენილი. ღვინის ბარის გახსნის იდეა სოსო ნათენაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მიხვდა რომ ქართულ ღვინოზე ლონდონში მოთხოვნა დიდი იყო, არჩევანი კი მცირე.
„ლონდონში უკვე 13 წელია ვცხოვრობ, აქ ვსწავლობდი და სწავლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე დარჩენა. შემდეგ დავქორწინდი. ღვინოსთან ბუნებრივია შეხება მაქვს ჩემი ოჯახიდან და ჩემი ძმიდან გამომდინარე. ჩემი ძმა მეღვინეა და ის მიგზავნიდა ღვინოს, მე კი აქ მის დისტრიბუციას და გაყიდვას ვახდენდი, თავიდან მაღაზიებში, ბარებსა და ფესტივალებზე ვახდენდით ქართული ღვინის დისტრიბუციას. შემდეგ კი გადავწყვიტე, ღვინის ბარი მე თვითონ გამეხსნა, ვინაიდან სხვაგან დიდი არჩევანი არ იყო. ჩვენს ღვინის ბარში კი ძალიან დიდი არჩევანია. საქართველოდან ჩამოგვაქვს რამდენიმე კარგი მეღვინის ნაწარმი და აქაურ მოყვარულებს ვთავაზობთ“, - აღნიშნა სოსო ნათენაძემ.
როგორც ახალბედა ბიზნესმენი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბარი ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა, სტუმრების რაოდენობა არც ისე ცოტაა, ამიტომაც ის ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ელოდება.
„ძალიან მოსწონთ საფერავი. და კიდევ ჩემი ძმის ღვინოა გამორჩეული - მესხური წითელი, ძალიან მოსწონთ ამ სახეობის ღვინო, ყველაზე მეტი სწორედ ეს გაიყიდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბარი იქნება კარგი საშუალება ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებისთვის, რომ თავიანთი პროდუქტი წარმოადგინონ ბრიტანელი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა სოსო ნათენაძემ. მისივე თქმით, ღვინის ბარში შესაძლებელია ქართული კერძების დაგემოვნებაც.
აღასანიშნავია, რომ სოსო ნათენაძის ძმა გიორგი ნათენაძე წარმატებული ქართველი მეღვინეა, რომელმაც „ნათენაძის მარანი“ და „ვარძიის ტერასები“ დააფუძნა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი