მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება - მეხუზლა

628f33f8b5287
მარიამ ვარადაშვილი
26.05.22 13:12
664
ღვინის ეროვნული სააგენტოს ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება, რის გამოც მომავალში ექსპორტზე კიდევ უფრო მეტი ღვინო გავა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და ასევე მნიშვნელოვანია. ჩინეთისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრები.

“სულ ახლახანს ვიყავით დიუსელდორფში, სადაც გამოფენაზე 24 ღვინის მარანი იყო წარმოდგენილი. ივნისში ლონდონში ძალიან დიდი გამოფენა იგეგმება, სადაც 20-მდე ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება და ვფიქრობთ, მომავალში კიდევ უფრო ბევრი ღვინო გავა ექსპორტზე”, - აცხადებს მუხუზლა.

მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან 60 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე.