მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო დასაგემოვნებელთა შორისაა

5e09d5d665115
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.19 15:45
1217
ამერიკულმა Forbes-მა საუკეთესო ღვინოები დაასახელა, რომელიც 2020 წელს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ჩამონათვალში მოხვდა ქართული ღვინოც.

გამოცემა ქართულ ღვინოს ახასიათებს როგორც უძველეს ალკოჰოლურ სასმელს, სადაც ღვინის დაყენების ტრადიციები დღემდე შენარჩუნებულია და ურჩევს მკითხველს აუცილებლად ეწვიოს საქართველოს 2020 წელს, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, თავად გაეცნონ ღვინის დაყენების მეთოდოლოგიას, ძველ ყურძნის ჯიშებს და ღვინის კულტურის წარმოშობას.

Forbes-ის მიერ გამოკითული სომელიეების ჯგუფი ასევე რეკომენდაციას უწევს ღვნის კლასიკურ ქვეყნებს, როგორიც საფრანგეთი და იტალიაა. საუკეთესო ღვინოებს შორის ასევვე დასახელდა სომხური, ბერძნული, ლიბანური, ამერიკული, ესპანურიდა და ჩინური ღვინოები.

Forbes-ი 2020 წელს მკითხველს ურჩვს დააგემოვნოს შედარებით მივიწყებული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოც, როგროიც არის ქართული მესხური, ფრანგული Bordeaux-ი, შვეიცარული Diolle-ი და ფრანგული Verdesse-ი.
გამოცემა დამაინტრიგებელ აღმოჩენებს გვპირდება ამერიკულ ღვინსოთან დაკავშირებით, რომლის გასინჯვაც შესაძლებელია ვირჯინიის, არიზონას, პენსილვანიის და მიჩიგანის ვენახებიდან. Forbes-ი იქვე აღნიშნავს, რომ ღვინის ტრადიცები შედარებით უფრო ახალგაზრდაა აშშ-ში და განვითრაების პროცესშია.