მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ჰოსპიტალების ჯგუფმა" "ჯეო ჰოსპიტალსი" შეიძინა

5de796c990b65
BM.GE
04.12.19 15:22
2631
კომპანია “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ სამედიცინო სფეროში საკუთარი აქტივების გაფართოებას იწყებს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანიამ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა და 100 % წილის მფლობელი გახდა.

დღეს ქართული ჯანდაცვის სისტემის რეფორმების ფონზე მზად ვართ, ჩვენი ბიზნეს გამოცდილება სწორედ საქართველოში არსებული ერთ- ერთი უმსხვილესი და საუკეთესო გუნდის მქონე კლინიკების ქსელის განვითარებას მოვახმაროთ და ისე წარვსდგეთ ახალი გამოწვევების, მომხარებელთა მაღალი მოთხოვნების წინაშე.

გადამწყვეტი იყო ჩვენთვის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმთა გუნდის შემადგენლობა, მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ეს არის ბირთვი რომელიც წარმოდგენილია რეგიონებში არსებულ კლინიკებში, გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით, შესაბამისად, ახალი მენეჯმენტი, პირველ რიგში სწორედ გუნდთან ერთად კონსულტაციებისა და ინტერსიური შეხვედრების რეჟიმში, განიხილავს სამომავლო სამოქმედო სტრატეგიას. ასევე, ჩვენი მიზანია მედ პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება და სხვადასხვა ახალი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის გაჩენა რეგიონებში.

ახალი მენეჯმენტის სამომავლო გეგმებში გათვალისწინებულია სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა, რათა უფრო მობილური იყოს სამედიცინო სიახლეების მიღება და შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონებში განთავსებული კლინიკების მედპერსონალისათვის მიწოდება.

სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულია „ჯეო ჰოსპიტალსის‘’ ინფრასტუქტურის განახლება, გადაირაღება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. რაშიც „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ახალი მენეჯმენტი და ძველი გუნდი შეძლებენ რეგიონში მაღალი სტანტარტების დამკვიდრებას და მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებიან პაციენტებს ადგილზევე გაუწიონ მაღალი ხარისხის მომსახურეობა.

კომპანია “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია ,,Global Benefits Georgia“ გენერალური დირექტორის პოზიციიდან სამეთვალყურეო საბჭოში, თავჯდომარის მოადგილის სტატუსით გადაინაცვლებს.