მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია „ჩაირინა“ მომხმარებელს 12 სახეობის აზიურ ჩაის სთავაზობს

616d05f39d1aa
მარიამ იზორია
18.10.21 09:30
1398
ქართული კომპანია „ჩაირინა“, რომელიც 2020 წელს ქართველი და სინგაპურელი პარტნიორის მიერ დაფუძნდა, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 12 სახეობის აზიურ ჩაის სთავაზობს. მათ შორის არის როგორც მცენარეული, ასევე აზიის პოპულარული ჩაის სახეობები, მაგალითად, ყვითელი, თეთრი, მწვანე, ულუნი და პუერი.

„ჩაირინას“ ქართველი დამფუძნებელი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათი პროდუქციის შეძენა ბრენდის ონლაინმაღაზიაშია შესაძლებელი. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სალომე მიმინოშვილის თქმით, ქართული კომპანიის მიერ წარმოებული აზიური ჩაი პრემიუმ ხარისხისაა და შესაბამისად ფასიც მაღალი საფასო სეგმენტის აქვს.

"„ჩაირინას“ ჩაის დასამზადებლად საჭირო ნედლეულს აზიელი ადგილობრივი ფერმერებისგან ვიძენთ, პროდუქციის რეალიზებას ონლაინმაღაზიის საშუალებით ვახდენთ, სადაც 12 სახეობის ჩაის გარდა აქსესუარებიცაა განთავსებული, „ჩაირინას“ როგორც ცალკეული, ასევე კორპორაციული მომხმარებელიც ჰყავს, სპეციალურად მათთვის კი სასაჩუქრე ნაკრები გვაქვს. ეს არის ყუთი, სადაც ყუთებში რვა სახეობის ჩაია მოთავსებული“ - ჰყვება „ჩაირინას“ ქართველი დამფუძნებელი.

სალომე მიმინოშვილი პანდემიის გავლენაზეც საუბრობს, მისი თქმით, საწყისად სანამ არსებული რეალობის წინაშე დადგებოდნენ მაღაზიის გახსნასაც გეგმავდნენ, თუმცა, კოვიდსიტუაციამ ბიზნესის გაციფრულების პროცესი დააჩქარა.

„თავდაპირველად განსხვავებული გეგმები გვქონდა, გვინდოდა მაღაზიის გახსნა და პროდუქციის რამდენიმე ქსელში გაშვება, თუმცა, იმდენად სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რომ მოგვიწია ბიზნესი სრულიად გაგვეციფრულებინა, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი“, - აღნიშნავს ის.