მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია "მეამას" ყავა Amazon-ზე გაიყიდება - რა გეგმები აქვს საწარმოს?

5e46a5ecc0e5a
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.20 00:00
5116
„მეამა“ ზაფხულისთვის ქართულ ბაზარს ახალ პროდუქტს - კაფსულირებულ ჩაის შესთავაზებს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა ლევან კასრაძემ განუცხადა.

წარმოების სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლევან კასრაძემ აღნიშნა, რომ კომპანია ტრადიციული შავი და მწვანე ჩაის დაკაფსულებას გეგმავს.

„გვექნება სხვადასხვა გემოები. მაგალითად ხილის, დამამშვიდებელი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ა.შ”, - ამბობს „მეამას“ კომენრციული დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის „მეამა“ 15 სახეობის ყავას აწარმოებს და ამ ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.

„ამჟამად გვაქვს ყავის კაფსულების 15 სხვადასხვა გემო, აქედან ორი უკოფეინო და ისინი მაღალი ხარისხით, არომატით და გემოთი ხასიათდება. ისინი "მეამას" ინტელექტუალური საკუთრებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რასაკვირველია ორივე ფორმატისთვის ყავის გემოების დამატებას ვგეგმავთ“, - უთხრა BM.GE-ის ლევან კასრაძემ.

რაც შეეხება ექსპორტს, კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფებიან.

„საპილოტე პარტიები გაგზავნილი გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზრებია აშშ-ი, ჩინეთი, თურქეთი და ჩინეთი. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვინდა არამარტო კაფსულა გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ მთლიანად ბიზნეს გადაწყვეტილება გავიტანოთ ექსპორტზე, რაც გულისხმობს იმ ინოვაციური მეთოდის გაყიდვას, რომელიც შეიქმნა „მეამას“ გუნდის მიერ და საკმაოდ წარმატებულია.

და მთავარი, რაც პირველად ჟღერდება ჩვენ მიერ არის ის, რომ უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ კვირაში „მეამას“ პროდუქცია Amazon-ზე გაიყიდება. ანუ საქართველოში შექმნილი ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულების შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სავაჭრო პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. რაც ვთვლი რომ მნიშვნელოვანი სიახლეა“, - განაცხადა ლევან კასრაძემ.