მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია “რკო” ტანსაცმლის შეკერვას სპეციალური საქსოვი მანქანებით იწყებს

5f718260e29a3
ლიკა გურაბანიძე
28.09.20 21:35
2406

საბავშვო სამოსის ბრენდი "რკო" საფრანგეთში, Le Petit Souk-ის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. საფრანგეთის მასშტაბით Le Petit Souk-ს ჯამში 30-ზე მეტი ფილიალი აქვს. როგორც “რკოს” დამფუძნებელი თამუნა მესარკიშვილი “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნავს, კომპანიამ შეთავაზება პარიზში გამართულ გამოფენაზე, ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში მიიღო.

“ამ გამოფენაზე, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაფინანსებით წავედით. Le Petit Souk-ში ზუსტად იცოდნენ რა სურდათ და შესაბამისი შეკვეთაც მოგვცეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს შეკვეთა კიდევ გვექნება.” - განაცხადა მესარკიშვილმა.

“რკო” ბაზარზე ამ ეტაპზე ერთი მაღაზიით და სამკერვალოთია წარმოდგენილი. ბრენდი სამომავლოდ გაფართოებას და პროდუქციის სპეციალური საქსოვი მანქანებით შეკერვას აპირებს (ამჟამად სამოსი მხოლოდ ხელით იკერება).

ასევე, ბრენდს რამდენიმე ქვეყანასთან კიდევ 5 კონტრაქტი აქვს დადებული. მათ შორის - სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში.

“რკო” Geclose2EU-ს ბენეფიციარია, რომელმაც ბრენდისთვის სამი საქსოვი დაზგა შეიძინა.