საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა. რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელთა ექსპორტიც წელს 44%-ით გაიზარდა და $79.3 მილიონს მიაღწია. მეორე პოზიციას კი ღვინოები იკავებს, რომლის ექსპორტიც $46 მილიონი დოლარი იყო.
საქართველოს TOP-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:
1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%;
2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%;
3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%;
4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%;
5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელ კომპანიებს გააქვთ რუსეთში ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე. წარმოდგენილ სიაში არარიგითობით არიან წარმოდგენილი ფირმები, რომლებიც ამ ტოპ ათეულში ხვდებიან. სიაში შემავალი კომპანიების უმეტესობა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით არიან დაკავებული. ასევე სიაში შედის მინერალური წყლების მწარმოებელი “ბორჯომი” და ფეროშენადნობების ექსპორტით დაკავებული ფირმები “ჯი თი ემ გრუპი” და “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი”.
კომპანიები, რომლებმაც რუსეთში ყველაზე მეტი საქონელი გაიტანეს (ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
● აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
● სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
● სს ლომისი (ნატახტარი)
● შპს Bolero & Company
● შპს GVMT Group
● შპს ასკანელი ძმები
● შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
● შპს მანგო 2016
● შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
● შპს ჯი თი ემ გრუპ
რუსეთში ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ ოკუპანტი ქვეყნისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია. იმპორტში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი