30.სექტემბერი .2019 10:00

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

views 357
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული "საქართველოს ბანკის" 188,977 აქცია გასხვისდა 2.4 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 88 ათასი აქცია 906 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 97 ათასი აქცია 196 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მისი 301 ათასი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 3.7 მილიონად.

რაც შეეხება მათ ღირებულებას, მხოლოდ "საქართველოს ბანკმა" დაამთავრა ვაჭრობა დადებითად, დანარჩენი სამი კომპანიის აქციების ღირებულება კი შემცირდა. ამჟამად Galt & Taggart-ის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკი" 658 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "Georgia Capital" 376 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 264 მილიონი, "თიბისი ბანკი" კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 679 მილიონადაა შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა