მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ლუდის კომპანია’’ "ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019"-ში მონაწილეობს

5dc277b17229d
BM.GE
06.11.19 11:49
871

ჩინეთისსახალხორესპუბლიკისქალაქშაინხაიში, 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამართულ "ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019" - ზე ,,ქართული ლუდის კომპანია’’ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს.

"აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული კუთხე, სადაც სივრცეები დათმობილი აქვს 33 კომპანიას.

,,აღნიშნულ გამოფენაზე ჩვენი მიზანიამ  ისეთ  მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი ახალი პარტნიორების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამ დრომდე  ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ პორტფელიდან ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ლუდის ბრენდებით და ნატურალური წვენით ,,ჩერო’’.  დღეს გამოფენის მეორე დღეა და უკვე არსებობს საკმოდ დიდი ინტერესი ასორტიმენტში არსებული სხვა პროდუქტების მიმართაც, მათ შორის უალკოჰოლო ლუდზე და "ზედაზენის" ლიმონათზე. 

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ზოგადად, ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, კონკრეტულ შედეგებზე საუბარს კი უკვე გამოფენის დასრულების შემდეგ შევძლებთ", - ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის ხელმძღვანელი მიხეილ ქურდაძე.

აღნიშნული გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმართება. საშუალოდ გამოფენაზე 151 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ძირითადად, აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან. მას საშუალოდ 800 000 უნიკალური სტუმარი სტუმრობს.