მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ლუდის კომპანიაში” ადასტურებენ, რომ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა პარტია დააფუძნა

5f3109f3c12e6
სალომე მეცხვარიშვილი
10.08.20 12:47
2130
“ქართული ლუდის კომპანიაში” ადასტურებენ, რომ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა პარლამენტარ კახა ოქრიაშვილთან ერთად პარტია დააფუძნა. ამის შესახებ bm.ge-ს “ქართული ლუდის” კომპანიაში განუცხადეს.

თუმცა, ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელია არა იაგო ჩოჩელი, არამედ მისი მეორე ძმა ლაშა ჩოჩელი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამასთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეცდომა გაიპარა.

რატომ მიიღეს ბიზნესმენებმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება, რა გეგმები აქვთ მათ, დეტალებზე bm.ge ბიზნესმენებისგან პასუხებს ელოდება, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცეზარ და ლაშა ჩოჩელები “ქართული ლუდის კომპანიის” დამფუძნებლები არიან და ფლობენ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა ზედაზენი, ბარამბო და ა.შ.