მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მარწყვი დუბაიში გაიყიდება

6423e6823121e
ლიკა გურაბანიძე
29.03.23 11:53
1124
კომპანია “აგროსფეისის” მიერ წარმოებული მარწყვი ექსპორტზე გავა. ქართული მარწყვი ამჯერად პირველად დუბაიში გაიყიდება. კომპანია პირველ ექსპორტს მაისში განახორციელებს და იქ პროდუქტი ბოლომდე ქსელურ მარკეტებში გაიყიდება.

“აგროსფეისის” თანადამფუძნებელი ნუცა სალუქვაძე აღნიშნავს, რომ კომპანია დუბაიში წელს მიღებული მოსავლის 60%-ს გაიტანს.

“კომპანია წლის განმავლობაში 90 ტონა მარწყვს აწარმოებს და სწორედ მის 60%-ს დუბაიში გავიტანთ. ფასს რაც შეეხება, შუამავალი კომპანია გვყავს და მას ჩვენს მარწყვს ლარში ვაწვდით, 1 კგ-ს ფასი 18 ლარის ექვივალენტი იქნება დოლარში, ხოლო ივნისში ფასი 12 ლარამდე დაიწევს. სანამ ექსპორტზე გავიდოდით, ძალიან ბევრ სტანდარტზე მუშაობა მოგვიწია, თუმცა საბოლოოდ ყველა პრობლემა დავძლიეთ”, - განმარტა ნუცა სალუქვაძემ.

“აგროსფეისს” მარწყვი სასათბურე სისტემით მოჰყავს და მისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში ამ ეტაპზე 22-დან 25 ლარამდე მერყეობს.