საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია "ფრონტერასთა" ხელშეკრულების გაწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს. კორპორაცია მიუთითებს, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანია ფრონტერასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გააგზავნა და ის ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას - 27 ივლისს.
"2020 წლის 17 აპრილს გამოტანილ იქნა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ერთის მხრივ, სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და მეორეს მხრივ, “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-ის და ფრონტერა აშშ-ის შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით, რომლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიერ 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
გადაწყვეტილება დავის აღძვრის შესახებ მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მისი მოგვარების მიზნით სააგენტოს და კორპორაციის მიერ განხორციელებულმა არაერთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არაერთგზის უარყო წინადადება, დაესრულებინა დავა მედიაციის გზით მორიგების შედეგად.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს. გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხეებს დაევალათ აანაზღაურონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე დააკმაყოფილა შეუამდგომლობა “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” და ფრონტერა აშშ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და შეწყვიტა წარმოება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 27 აპრილს სააგენტომ “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს).
სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სრულად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ, ამა წლის 29 აპრილს, “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” და ფრონტერა აშშ-ის სახელით გავრცელებულ გაცხადებაში გამოთქმულ ცრუ და არაკორექტულ შეფასებებს. ქართული მხარე კომპანიას მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ნებაყოფლობით შეასრულონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.
ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ არბიტრაჟის წესების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესაძლებელია მხარეების თანხმობით. სააგენტო და კორპორაცია თანახმაა გასაჯაროვდეს გადაწყვეტილება. კორპორაციამ თანხმობისთვის მიმართა “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს”, თუმცა მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ მიუღია",- ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი