მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად" - მამუკა ხაზარაძე

5f7af12f3b181
BM.GE
05.10.20 14:29
794
“ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად და უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს”, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძე ამბობს, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ეს არა პანდემიის, არამედ უუნარო მმართველი გუნდის დამსახურებით ხდება.

მისი თქმით, ყველა რეალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა პანდემიამდე გამწვავდა, რადგან მოსახლეობა მასობრივად უმუშევარი რჩებოდა, პანდემიამ კი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

“უმუშევრობამ ქართული ოცნების უუნარო, ახლა უკვე 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ასობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეს პანდემიის გამო არ ხდება. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს უცხოეთში, ურთულეს პირობებში მუშაობს, რომ აქ მყოფი ოჯახი სიღატაკისა და შიმშილისაგან იხსნას. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 18.5%-ია, თუმცა, ვიცით, რომ რეალური ციფრი 27 პროცენტს აჭარბებს,” - აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოს” დამფუძნებელი გარემო პირობების გაუარესების გამო თვლის, რომ დღესაც, პანდემიის მართვისას, არათანმიმდევრული მოქმედებებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევარს. მმართველი გუნდი კი ყოველ ჯერზე უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს.

“500 000 ადამიანი, ეს კატასტროფული ციფრია და “ქართულ ოცნებას” გეგმაც კი არ აქვს, თუ როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არათუ შეეძლოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარება, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. სწორი რეფორმა ერთადერთ გამოსავალია, რომ ქვეყანა სირთულიდან გამოვიყვანოთ და ამ ახალი რეფორმების ტალღა ოქტომბრიდან დაიწყება. “ლელოს” გუნდმა არაერთხელ შესთავაზა ამ არაპროფესიონალ მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა.

“მარშალის გეგმით”, რომელიც “ლელომ” წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50.000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200.000-ით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. “ქართულმა ოცნებამ” არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა. ეს არის რუსეთს დაქვემდებარებული ძალა, რომელიც არ ზრუნავს თავის ქვეყანაზე და ხალხზე. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა, ძლიერი და სწორი რეფორმა და „ლელომ“ ეს იცის, ჩვენს გუნდს ეს შეუძლია! ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე!”- აცხადებს ხაზარაძე.
(NS)