მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ოჯახი პეკინიდან საქართველოში ხვალ გამოფრინდება- ეკონომიკის სამინისტრო

5e3d63742c53b
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.20 17:15
2801

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი სამი მოქალაქის ქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ BM.GE-ის უწყებიდან აცნობეს.

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გაიღებს. ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში, ხვალ Fly Dubai-ს რეისით პეკინის დროით 23 საათსა და 50 წუთზე გამოფრინდებიან. საქართველოში კი ზეგ, თბილისის დროით 15:50 საათზე იქნებიან. 


შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან დროებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.

მანამდე, (30 იანვარს) თურქეთის ავიახაზებით თბილისის მიმართულებით 11 ადამიანის და ყატარის ავიახაზებით 1 ადამიანის საქართველოში დაბრუნება უზრუნველყო.

ცნოსბითვის, გუშინ Businesstime.ge-ის მიერ გავრელებული ინფორმაციით, საქართველოდან ჩინეთში შვილთან ჩასული დედა და მეგობარი, ფრენების გაუქმების გამო სამშობლოში ვეღარ ბრუნდებოდნენ : "20 იანვარს ჩამოვედით ჩინეთში ჩემს შვილთან, რომელიც ჩინეთში სწავლობს, პირველი კურსის სტუდენტია. Air Astana-ს თვითმფრინავით ჩამოვფრინდით. რა თქმა უნდა, ორივე გზის ბილეთები შეძენილი გვქონდა. უკან 17 თებერვალს უნდა გავფრენილიყავით.

ჩემთან ერთად ჩემი შვილის მეგობარი გოგოც იმყოფება. კომპანიამ ფრენა უვადოდ გააუქმა და ამის შესახებ ფოსტაზე წერილი 1-ელ თებერვალს გამომიგზავნეს, თუმცა იგი 2 თებერვალს საღამოს წავიკითხე, ჩინეთში ინტერნეტთან წვდომა არც თუ ისე მარტივია და VPN-ის პროგრამით ძლივს გავხსენი ჩემი ფოსტა. კომპანია გთავაზობდა საჰაერო მომსახურების გაწევას პეკინიდან 3 თებერვალს (რაც ჩემთვის უკვე აღარ ესწრებოდა) ან თანხის დაბრუნებას 2 თვის პერიოდში“, - ამბობს ნინა ვაშალომიძე საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.