22.აგვისტო .2020 11:11

ქართული პლასტილინის მწარმოებელი კომპანია „გამა“ საბავშვო საღებავების წარმოებას იწყებს

views 321
უკან

ქართული პლასტილინის მწარმოებელი კომპანია „გამა“ საბავშვო საღებავების წარმოებას იწყებს. როგორც bmg-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, გოაშისთვის საჭირო მასა უკვე მიღებული აქვთ და მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარებაა საჭირო.

„გარდა ამისა, ჩვენ შევიძინეთ ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარები, რომლისგანაც დავამზადებთ საკანცელარიო დაფებს, ჩარჩოებსა და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო კუბიკებს“ - აცხადებს bmg-სთან საუბარში ზურაბ აბაშიძე.

კომპანიაში 250 კვადრატულ ფართზე განთავსებულ საწარმოში თვეში დაახლოებით 3 ტონა პლასტილინი იწარმოება, რასაც 25 კატეგორიის პროდუქტად ახარისხებენ. კომპანია 2019 წლის მარტში, 120,000 დოლარის მოცულობის საბანკო სესხის ინვესტიციით დაფუძნდა. კომპანია საქართველოში პლასტილინის ერთადერთი მწარმოებელია. 

ბაზარზე "გამას" პროდუქციის ღირებულება ერთი ლარიდან იწყება და 4-5 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა