მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული პოლიცია გადაწყვეტს, მოგეცემათ თუ არა შენგენის ზონაში წასვლის უფლება - კანონი

5f4f8ad18cb4e
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.20 16:25
4640
საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიენიჭა უფლება, მოქალაქეს კონკრეტული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უარი უთხრას შენგენის ზონაში გამგზავრებაზე. კანონი ძალაში 2021 წლის პირველ იანვარს შევა. 

ახალი კანონით კრიტერიუმები, რომლითაც მოქალაქეთათვის საქართველოდან გამგზავრებაზე უარის თქმა შეიძლება ასეთია:

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

ა) საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;
ბ) საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს:
ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა;
ბ.ბ) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ.გ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ;
ბ.დ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ.ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

კანონს მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა.