მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

6144946bf1e4f
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.21 18:55
1156
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 7 თვეში ქართულ პორტებში სულ 9.7 მილიონი ტონა ტვირთის მომსახურება/გადამუშავება მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მილიონი ტონით ნაკლებია. ამასთან, მიმდინარე წელს ქართულ პორტებში სულ 237,286 კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც წლიურად 21%-ით არის შემცირებული.

კონკრეტული პორტების შემთხვევაში ასეთი შედეგებია:

ბათუმის პორტი - გადაზიდულია 2.2 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 0.2 მლნ ტონა;
ფოთის პორტი - გადაზიდულია 4.1 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 0.4 მლნ ტონა;
სუფსის საზღვაო ტერმინალი - გატარებულია 2.5 მლნ ტონა, წინა წელთან მიმართებით ცვლილება არაა;
ყულევის საზღვაო ტერმინალი - გატარებულია 1 მილიონი ტონა, წინა წელთან კლება 0.1 მლნ ტონაა.

საქართველოს მთავრობა პოსტ-პანდემიურ ვითარებაში ქვეყნის საზღვაო პოტენციალის შესასწავლად ახალ კვლევას ჩაატარებს. ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულმა 400,000 ლარიანმა კვლევამ შემდეგ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი:

“1) საქართველოს სანავსადგურე სექტორის გამოწვევების მასშტაბისა და ხასიათის განსაზღვრა.
2) საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის (ნავსადგურებზე ფოკუსით) პოტენციალის შეფასება.
3) ტვირთბრუნვის პროგნოზის განახლება.
4) საქართველოს სანავსადგურე სექტორის ოპტიმიზაციისთვის განხორციელების გზები."