26.თებერვალი.2016 16:04
ეკონომიკა

ქართული პროდუქცია EFTA-ს ქვეყნებში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა

ქართული პროდუქცია EFTA-ს ქვეყნებში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა
საქართველოსა და EFTA-ს შორის (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, რომელშიც შედის შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა - 2016 წლის 27 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ხელი მოწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოს დამატებით ევროპის 14 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება.
 
"მე მინდა ჩვენს მოსახლეობას და მწარმოებლებს მივულოცო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ EFTA-ს ქვეყნებთან. ჩვენ მივაღწიეთ EFTA-სთან შეთანხმებას, რომ სამრეწველო პროდუქცია სრულიად გათავისუფლებულია ტარიფებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი სამრეწველო პროდუქცია ოთხივე ქვეყანაში შევა დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ოთხივე ქვეყნის ბაზარი მგრძნობიარეა ამ კუთხით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას და ძირითადად საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფები იქნება. გარკვეულ პროდუქციებზე ასევე გვაქვს თითქმის განახევრებული და მინიმუმამდე დაყვანილი ტარიფები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს EFTA-ს ქვეყნების ბაზარზე" - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ქართულ მხარეს EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟან ფარბერგმაც მიულოცა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ძალიან მოკლე დროში, ექვს თვეში დასრულდა და 27 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარატვენ, EFTA-ს წევრი სახელმწიფოები აწარმოებენ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციის იმპორტს, როგორიცაა მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, თხილი და კაკალი, კენკროვანი ხილი, სანელებლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები. "EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება კიდევ ერთი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც 4 ქვეყანას და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს.

საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულება სამ რაუნდში გახდა შესაძლებელი", - განმარტავენ სამინისტროში. 

20.აპრილი.2019 00:30
51

TNT-მ საკონსტიტუციო დავა მოიგო - "საქართველოს ფოსტა" პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 23:00
159

საქართველოში სასტუმროები და რესტორნები ვარსკვლავებით შეფასდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:00
104

"ერთი მინისტრი მეორეთი იცვლება და საქმე ბოლომდე არ მიდის"

ვრცლად
19.აპრილი.2019 21:00
387

ივა ჭყონია: "გიორგი ქობულიამ გაასწრო ქვეყნის ეკონომიკას და რეალობას"

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:20
165

აკაკი ზოიძე: ანზორ მელიას ვურჩევდი ლიტერატურა წაიკითხოს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
155

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად