ღვინის 5 კომპანია, 4 დიზაინერი, 8 ხელოვანის მიერ შესრულებული ნამუშევრები - 3 წელია, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული წარმოების პროდუქტების ონლაინ მარკეტი – Geoline აქტიურად მუშაობს.
BM.GE-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა, ბერლინში მცხოვრებმა ილია ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ მაღაზია მან ქართული კულტურისა და პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით გახსნა, იდეამ იმუშავა და 10 000 ევროთი დაწყებული ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა.
როგორც ილია ბასილაშვილი ამბობს, საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია გერმანელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"ვთანამშრომლობ რამდენიმე დიდ და მცირე კომპანიასთან: როგორც მეღვინეებთან და დიზაინერებთან, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან - მხატვრებთან. მაგალითად, ჩვენს ვებგვერდზე, მსურველი "ბაიას" და "თელიანი ველის" ღვინოების შეძენას შეძლებს, რა თქმა უნდა, გერმანიის მასშტაბით. ასევე დიზაინერი Ninellies შემოქმედებას იხილავთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და – Alter Sock-ის საინტერესო წინდებს.
ამასთან, ორიენტირებული ვარ ქართული კულტურისა და ქართველი ხელოვანების პოპულარიზაციაზე, შესაბამისად იოლად აღმოაჩენთ ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, როგორც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ასევე ბერლინში ჩვენი კომპანიის მფლობელობაში არსებულ გალერეაში და არტ კაფეში", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ჩვენთან საუბრისას ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ონლაინ მაღაზიაში შეკვეთები გერმანიის საზღვრებს გასცდა და შესყიდვები შენგენის სხვა ქვეყნებიდანაც ხორციელდება.
"სულ 3 წელია, რაც ბაზარზე ვართ, ბოლო 2 წელია უკვე რაც მოგებაზე გავდივართ. ამ ეტაპზე მომხმარებელი გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიიდან და შვეიცარიიდანაც გვყავს", - ამბობს ბასილაშვილი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას დამწყები ბიზნესმენი ამბობს, რომ მომავალი წლიდან გერმანიაში გახსნილი მცირე ბიზნესი საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთვება და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს დაეხმარება.
"2020 წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ ყოველი გაყიდული 1 ბოთლი ღვინიდან 1 ევრო სოციალურად დაუცველი ქართველი ბავშვების დასახმარებლად გადავრიცხოთ. დახმარება ეტაპობრივად განხორციელდება. მაგალითად, სკოლის დაწყების წინ, საშობაოდ და ასე შემდეგ", - გვითხრა Geoline-ის დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის