იაპონურმა ღვინის იმპორტიორმა კომპანიამ Magmax corporation-მა, ერთ-ერთი იაპონური მსხვილი რიტეილ-კომპანია Yodobashi-სგან, ქართული ღვინოების გაყიდვის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო იტყობინება.
საელჩოს ხელშეწყობით, Yodobashi-ის ერთ-ერთ ფილიალში, Magmax corporation-ის მფლობელის, ჯოსეფ ბაჰრამიმ საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა. პრეზენტაციაზე მეწარმემ ქართული ქვევრის ღვინოები წარადგინა, რომელიც უკვე იყიდება Yodobashi-ის მაღაზიებში და ასევე ონლაინ გაყიდვებითაც პოპულარობით სარგებლობს.
"ღონისძიების ფარგლებში, ჯოსეფ ბაჰრამი, რომელსაც ქართული ჩოხა ეცვა, იაპონელ საზოგადოებას ქართული ღვინის ტრადიციებსა და თავისებურებებს აცნობდა, აგემოვნებინებდა ღვინოს, ასევე ურიგებდა საელჩოს მიერ ნაჩუქარ საინფორმაციო ბუკლეტს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ.
წარმატებებს ვუსურვებთ კომპანია Magmax corporation-ს მომავალ საქმიანობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საელჩო, მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართულ და იაპონურ კომპანიებს იაპონიაში ქართული ღვინისა და პროდუქტის პოპულარიზებაში, რომელიც ქართულ-იაპონური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს", - წერს საქართველოს საელჩო იაპონიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ