მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საფინანსო სექტორი დასავლეთის სანქციებს ზედმიწევნით ემორჩილება - ზურაბიშვილი

626bde098ccea
გიორგი თოლორდავა
29.04.22 16:49
761
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არასწორია, რადგან ქვეყანა თითქმის ყველა საფინანსო სანქციის ნაწილია და ადგილობრივი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ზედმიწევნით ემორჩილებიან აღნიშნულ რეგულაციებს.

Foreign Policy-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ უერთდებოდა საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

„ეს, ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ვიცი, საიდანაც მოდის ეს აზრი, რადგან საქართველოს მთავრობამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ არ ვაპირებდით სანქციების დაწესებას. ეს შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის იყო გამიზნული, იმის ასახსნელად, რომ ჩვენ არ ვაპირებდით დამატებით ეროვნული სანქციების დაწესებას. იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი ვართ: SWIFT-ის და ყველა ფინანსური სანქციის. ქართული საფინანსო ორგანოები და ბანკები არა მარტო ემორჩილებიან სანქციებს, რამედ ზედმიწევნით ემორჩილებიან, რადგან ისინი ღელავენ, რომ არ მოხდეს გადახვევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ესაა ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს.

მეორე საკითხი ისაა, რომ საქართველოს ინდივიდუალური სანქციების კუთხით ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უკრაინიდან და რუსეთიდან შემოგვაქვს ხორბალი, რაზეც 90%-ით ვართ დამოკიდებული. ახლა გადახდების პრობლემაა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, ჩვენ აღარ შემოვიტანთ [ხორბალს]. საქართველოსა და რუსეთს შორის, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ვაჭრობა, მაგრამ ეს ძირითადად ხილს მოიცავს, რაც არ არის სანქცირებული საქონელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რა სანქციები დაუწესა EU-მ რუსეთს და რომელ რეგულაციებს იცავს საქართველო?