მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სამკერვალო “იმერი” ბრენდ "MONCLER"-ის მომსახურებას იწყებს

633c03e5594f9
ნინი ლონგურაშვილი
04.10.22 23:00
2965
ქართული სამკერვალო იმერი კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის მომსახურებას იწყებს. ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის აქტიურად მუშაობს და ახლა “იმერში” "MONCLER"-სთვისაც შეკერავენ.

სამკერვალო “იმერის” დირექტორი მაია სიმონიძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ბრენდთან თანამშრომლობა გრძელვადიანია და ტანსაცმლის პირველი ნაწილი ექსპორტზე უკვე გაიტანა.

“ჩვენ დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები იტალიურ ბრენდ "MONCLER"-თან, ხელშეკრულებაც გაფორმებული იყო, თუმცა პანდემიამ პროცედურების ბოლომდე მიყვანა შეაფერხა. ახლა უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს. პირველ ეტაპზე ერთი ბრიგადით დავიწყეთ და დღეის მდგომარეობით უკვე სამი ხაზით ვმუშაობთ. მათი მოთხოვნაა ფაბრიკა მაქსიმალურად დატვირთული იყოს.

ექსპორტის პირველი ნაწილი უკვე განვახორციელეთ, რამდენიმე გადატვირთვა უკვე გაკეთდა და ახლა დამატებით გაგზავნაზე ვმუშაობთ. შემიძლია გითხრათ, რომ იტალიურ ბრენდს მთლიანად უნდა საქართველოს ათვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბაზარი დიდი არ არის, ჩვენი ქვეყანა მათი ბიზნესისთვის მაინც სერიოზული შემადგენელი ნაწილი გახდება", - განაცხადა მაია სიმონიძე.

ცნობისთვის: სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო ძირითადად უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს.