მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სამკურნალო მცენარეები ევროპაში ექსპორტზე გავა

60bcd189a37fe
მარიამ იზორია
06.06.21 19:00
1860
პანდემიის მიუხედავად, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანაში მდებარე დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარის გადამამუშავებელმა საწარმომ წელს დასახულ გეგმას გადააჭარბა და 251 ტონა დაფნის გადამუშავება შეძლო.

როგორც საწარმოს წარმომადგენელი მიხეილ მელუა bm.ge-სთან ამბობს, დაფნის სეზონმა წარმატებით ჩაიარა და სამკურნალო მცენარეებზეც დიდ იმედებს ამყარებენ. საუბარია საექსპორტოდ გამზადებულ ფურისულაზე, დიდგულასა და ცაცხვის ფოთოლზე.

„თავდაპირველად 20 ტონა დაფნის გადამუშავება გვქონდა ჩაფიქრებული, თუმცა შევძელით და 251 ტონა გადავამუშავეთ, საწარმოს ახალი ტექნოლოგიური ხაზიც შევმატეთ, ამან 30 ტონა დაფნის უკრაინაში გატანის საშუალება მოგვცა, ახლა სამკურნალო მცენარეების სეზონია დაწყებული, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაცია ევროპაში გაიტანს, მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე დაფნის მიმართ საკმაოდ მაღალია, თუმცა, საქართველოში ნედლეულზე დიდი კონკურენციაა, კარგი იქნება თუ სახელმწიფო დაფნის კულტურის განვითარების საკითხებს პლანტაციის გაშენების ხელშეწყობის მიზნით შეისწავლის“ - აღნიშნავს მელუა.

რაც შეეხება საწარმოს გეგმებს, ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტი წარმოების გაზრდაა. ცნობისთვის: საწარმოში ინვესტიცია, სახელმწიფო პროგრამის „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, დაახლოებით 60 000 ლარის ოდენობით, შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით კი, 100 000 ლარის ოდენობით განხორციელდა, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს და 24 ადამიანს ასაქმებს, წარმოების გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვის 35 მდე გაზრდა იგეგმება.