მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპის წარმატებული სტარტი

5dbc02257e00d
BM.GE
31.10.19 20:00
2267
კომპანია მეტრო ლოგისტიკი არის საუკეთესო სტარტაპი 2019 წელს. რატომ?

საწყისი კაპიტალი არა 100000$ ან 1000$ ან 100$, არამედ 0. დასაქმებულთა რაოდენობა - 14. დასაქმებულთა საშუალო ხელფასი - 1300-1400 ლარი. კონკურენტების რაოდენობა ქართულ ბაზარზე 2000-ზე მეტი.

"მეტრო ლოგისტიკა" ბაზარზე წელიწადი და 7 თვეა ოპერირებს და კლიენტებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს შესყიდვებს, ფინანსებს, იურიდულ მომსახურებას, შიდა და საერთაშორისო დისტრიბუციას.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გვიყვება, საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჰქონდათ საწყის ეტაპზე და ახლაც, რადგნაც მათი ახალგაზრდული გუნდი მუდიმავდ გამოწვევების წინაშე დგას თვითაგნვითარების მიზნით.

"კომპანიის საწყისი კაპიტალი საკმაოდ მცირე იყო, თუმცა მიზანმიმართულად გამოყენებული, რაც გამოიხატა მსოფლიო დონის რამოდენიმე გაერთიანებაში გაწევრიანებით. მეტრო ლოგისტიკის კაპიტალი მიმართული იყო პრესტიჟის და სანდოობის მოპოვებაზე პარტნიორებთან, რამაც კომპანიას მოუტანა ხარისხის მაღალი დონე უკვე ქართულ ბაზარზე. კომპანიის ფინანსური რესურსი საწყის ეტაპზე მიმართული იყო ცოდნის მიღებაზე, უხეშად რომ ვთქვათ ჩვენ ვიყიდეთ გამოცდილი ადამინების ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომ შეგვეთავაზებინა შესაბამისი სერვისი კლიენტებისათვის და განგვევითარებინა საკუთარი თავი"-აცხადებს bm.ge-თან თემურ გუმბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი გაჯერებულია მსგავსი სერვისული კომპანიებით კომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ მათ ბევრად მეტი უპირატესობა აქვთ. ეს არის მიზეზიც თუ როგორი წარმატებული სტარტიც ჰქონდა მათ წამოწყებას.

"იმის ფონზე, რომ ბაზარი საკმაოდ არის გაჯერებული არაჯანსაღი ბიზნეს სუბიექტებით, ასევე სამწუხაროდ ჩვენს ბაზარს ახასიათებს არაეთიკურობა(ვგულისხმობ ბიზნეს ეთიკას) და არაფროფესიონალიზმი, ამ ყველაფრის მიუხედავად , ჩვენ ასე რომ ვთქვათ ვაკეთებთ განსხვავებულად ბიზნეს და ეს განსხვავებულობა არ არის მაგალითად ე.წ. გერმანული სტილით ან ასე შემდეგ, ეს არის ჩვენეული მიდოგომა, მეტრო ლოგისტიკის მიდგომა, ქართული კომპანიის მიდგომა''-ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

მეტრო ლოგისტიკი წელს თიბისის პროექტ ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი მონაწილეა. ნომინაციაში 'საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის "დარეგისტრირდნენ და ამბიციაც შესაბამისი აქვთ: წლის საუკეთესო სტარტაპის წოდება მოიპოვონ. კომპანიას თიბისი ბანკთან სტანდარტული ბიზნესურთიერთობა აკავშირებს. ამბობენ,რომ თიბისის წამოწყება საუკეთესო საშუალებაა ბიზნესებისთვის,განსაკუთრებით სტარტაპებისთვის,რომ მათ შესახებ გაცილებით ფართო აუდიტორიამ გაიგოს.