მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტელევიზიების რეიტინგი სარეკლამო შემოსავლების მიხედვით 2020 წელს

602bdea1a2de3
შოთა ტყეშელაშვილი
16.02.21 19:07
5973
საქართველოში მოქმედმა ტელეკომპანიებმა კომუნიკაციების კომისიას 2020 წლის მეოთხე კვარტლის და სრული წლის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 2020 წლის ბოლო სამ თვეში სულ 32.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.5 მილიონით მეტია. მთლიანობაში როგორც მეოთხე კვარტლის, ასევე, სრული 2020 წლის შემოსავლით პირველ ადგილზე ტელეკომპანია "იმედია", რომელმაც 29 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. არხებს შორის სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს აქვს, სადაც რეკლამის შემოსავალმა წლიურ ჭრილში 9.3 მილიონი ლარით იკლო.

სარეკლამო შემოსავლების მიხედვით TOP 10 მაუწყებლის შემოსავლები 2020 წელს 69 მილიონი ლარი იყო:

1. "ტელეიმედი" - 29.1 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 2.4 მლნ;
2. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - 12.8 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -9.3 მლნ;
3. "მთავარი არხი" - 11.1 მლნ ლარი;
4. ტელეკომპანია "პირველი" - 6.2 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 2.4 მლნ;
5. "ჯი-დი-ეს თი-ვი" - 2.8 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 1.0 მლნ;
6. "ფორმულა" - 2.2 მლნ ლარი;
7. "პოსტვ" - 1.5 მლნ ლარი;
8. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" - 1.1 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -0.3 მლნ;
9. "სილქნეტი" - 1.4 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -1.2 მლნ;
10. "სეტანტა ჯორჯია" - 0.8 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -0.2 მლნ;

რეიტინგის არაერთმა წევრმა სრულფასოვანი მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო. 

უფრო დეტალურად ტელევიზიების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის მიერ საკუთარ ანალიტიკურ პორტალში დამატებითი ინფორმაციის ასახვის შემდგომ წარმოგიდგენთ (მათ შორის სახელმწიფო დაფინანსების და არხის მფლობელთა დაფინანსების მოცულობას).