მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტკბილეული 8%-ით გაძვირდა - “სანდომი”

641960e934ae8
ნინი ლონგურაშვილი
21.03.23 12:45
718
“ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „სანდომის“ პროდუქციაზე ფასის ზრდა ნედლეულის გაძირებამ გამოიწვია” - ამის შესახებ BM.Ge-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თეკლა თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფლაცია საკონდიტრო ნაწარმზეც აისახა და ადგილობრივ ბაზარზე ტკბილეულის ღირებულება 8%-ით გაძვირდა.

“ინფლაცია საკონდიტრო ნაწარმზე უკვე აისახა. როდესაც ნედლეული ძვირდება, ჩვენც იძულებული ვართ გარკვეულწილად ფასები გავზარდოთ პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებისას, პირველ ეტაპზე, საკმაოდ დიდხანს შევინარჩუნეთ ძველი ფასი, ეს არსებული ნედლეულის მარაგების ხარჯზე მოვახერხეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოგვიწია დაახლოებით 8%-იანი ზრდა პროდუქტებზე", - ამბობს თეკლა თალაკვაძე.

“სანდომის” მარკეტინგის ხელმძღვანელი ბაზარზე გაჯერებული იმპორტირებული ტკბილეულის მხრიდან კონკურენციაზეც საუბრობს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში იმპორტირებული პროდუქცია შემცირდა, თუმცა ადგილობრივ საწარმოებს კონკურენციის გაწევა მაინც უჭირთ.

“ბაზარი იმპორტირებული საქონლით არის გაჯერებული, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად იმპორტი შემცირდა, გვიჭირს კონკურენციის გაწევა. მიზეზი ისაა, რომ ქართულ პროდუქტს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, ასევე დახლებზე ყოველთვის პრიორიტეტული იმპორტირებული საქონელია, რაც გაყიდვებზეც აისახება. იმპორტირებული საქონელი ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიანს, ბაზარზე გვხვდება როგორც მაღალი ხარისხის, ასევე უხარისხო პროდუქტიც, რომლის ფასიც საკმაოდ დაბალია, ამიტომ ძალიან გვიჭირს კონკურენციის გაწევა მათთან“, - აღნიშნა “სანდომის” მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.