მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი „გორდული“ ხონში ახალ საწარმოს აშენებს

60cdbe2f52027
მარიამ იზორია
19.06.21 18:00
1279
სხვადასხვა ტკბილეულისა და საკვები პროდუქტის, მათ შორის, ჩურჩხელის, ჩირის, ტყლაპების, ტკბილ-მჟავე ხილის კანფეტების, სუნელების, მურაბების მწარმოებელი კომპანია „გორდული“ მალე ხონში, სოფელ გორდში ახალ დიდ საწარმოს გახსნის.

როგორც „გორდულის“ დამფუძნებელი გია ღაჭავა bm.ge-სთან აღნიშნავს, საწარმო ხელს წარმოების მოცულობის გაზრდას შეუწყობს, მისივე თქმით, მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარეობს და დასრულებას შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით შეძლებს.

„ჩვენ 5 წლის განმავლობაში ახალი პროდუქცია შევიმუშავეთ, რომელიც ჯერ ბაზარზე არ არის, ძირითადი აქცენტი გადამუშავებულ ხილსა და ხურმაზე გვაქვს, რომლისგანაც ახლებურ პროდუქციას მივიღებთ, საწარმო დიდი იქნება, რადგან ხილისა და ხურმის პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარეობს, თუმცა დასრულებას შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ, ჩვენი საწარმო 110-120 ადამიანს დაასაქმებს“, - ამბობს „გორდულის“ დამფუძნებელი.

გია ღაჭავას თქმით, „გორდულის“ გაყიდვები პანდემიის გამო ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ შეამცირა, თუმცა, ახლა „ოკაცეს კანიონის“ გახსნასთან ერთად დამსვენებლების აქტივობაც შეინიშნება, რაც პროდუქციის რეალიზებაზე დადებითად აისახება.

ინფორმაციისთვის, ოჯახური ბიზნესი „გორდული“ 2015 წელს 130 000 ლარის ინვესტიციით დაფუძნდა, საიდანაც 60 000 ლარს აგროკრედიტი მოიცავდა. კომპანია ამჟამად ხონის რაიონში, სოფელ გორდში მცირე საწარმოს და მაღაზიას აერთიანებს, სადაც „გორდულის“ 50-მდე პროდუქცია რეალიზდება, წარმოება 11-12 ადამიანს ასაქმებს.