18.აგვისტო .2021 09:00

ქართული თხილის ფასი ამ ეტაპზე 4-5 ლარია

ქართული თხილის ფასი ამ ეტაპზე 4-5 ლარია
views 959
უკან

წელს საქართველოში 70 ათასს ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ელიან. როგორც საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა აცხადებს, ამ ეტაპზე თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

Bm.ge-თან საუბრისას ქარდავა ამბობს, რომ რომ წინა წელთან შედარებით ხარისხის გაუმჯობესების მხრივ განსაკუთრებული პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ევროპულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტირება არ გართულდება.

„70 ათასს ტონა თხილის მოსავალს ველოდებით წელს, შესაძლოა ცოტა მეტიც კი იყოს. შარშან იცით, რომ 60 ათასამდე ავიდა და წელს რაოდენობის მხრივ მდგომარეობა უკეთესია. ხარისხიც ნორმალურია, ვერ ვიტყვი რომ ბევრად უკეთესი ვიდრე შარშან, თუმცა დამაკმაყოფილებელია ევროპული ბაზრისთვის და ექსპორტი არ იქნება პრობლემა. ივლისში უფრო მოდუნდა ფერმერების ყურადღება და ეტყობა ფაროსანას კვალი თხილს, ივნისში უფრო კარგი ხარისხი გვქონდა, თუმცა წამლობამ მაინც პოზიტიური როლი შეასრულა.

ამ ეტაპზე აქტიური აღების პროცესი მიდის, გასულ კვირას წვიმები იყო და ბაღებში ვერ შედიოდნენ, ამიტომ ჯერ დასრულებული არცერთ რეგიონში არ არის, ნახევარიც კი არ არის დაბინავებული. ჩაბარების ფასი საშუალოდ ახლა 4-4.5 ლარია, საუკეთესო თხილი ღირს 5.5ლარი.

დეფიციტს არ ველოდებით მსოფლიო ბაზარზე, თურქეთშიც კარგი მოსავალია, ვარაუდობენ 700 ათას ტონას, შარშანდელთან შედარებით ნაკლები იქნება იტალიაში, თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები თხილის ბაზარზე ნაკლებად მოსალოდნელია. აქტიური მოლაპარაკებები და შესყიდვები ტრადიციულად დაიწყება აგვისტოს ბოლოდან“ - განაცხადა ლევან ქარდავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა