მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თხილის TOP საექსპორტო ბაზრები გერმანია და იტალიაა

5fce1da2c2d88
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.20 16:50
1058
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გერმანიასა და იტალიაში ექსპორტირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.

საექსპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება: გერმანია (3 530 ტონა); იტალია (2 581 ტონა); სომხეთი (680 ტონა); ჩეხეთი (594 ტონა); რუსეთი (540 ტონა); თურქეთი (530); ლიეტუვა (355 ტონა); პოლონეთი (354 ტონა), ესპანეთი (352 ტონა), ბულგარეთი (322 ტონა), ბელარუსი (306 ტონა); საფრანგეთი (240 ტონა); უკრაინა (212 ტონა), ბრაზილია (186 ტონა); ალჟირი (185 ტონა); კანადა (146 ტონა); საბერძნეთი (97 ტონა); საუდის არაბეთი (95 ტონა); ესტონეთი (88 ტონა); ლატვია (84 ტონა); ლუქსემბურგი (84 ტონა); სლოვაკეთი (74 ტონა); მექსიკა (67 ტონა); უზბეკეთი (58 ტონა); სირია (50 ტონა); შვეიცარია (47 ტონა); იორდანია (38 ტონა); ერაყი (24 ტონა); დიდი ბრიტანეთი (22 ტონა); ავსტრია (22 ტონა); აშშ (19 ტონა); ხორვატია (10 ტონა) და სხვა.

მათივე ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე წინა წლის ანალოგიურ პეიროდთან შედარებით ქვეყნიდან ექსპორტზე 3 472 ტონით, ანუ 40%-ით მეტი თხილი გავიდა.

ექსპორტის ღირებულება ამ პერიოდში 20.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 47% გაიზარდა და ჯამში მსოფლის სხვადსხვა ქვეყანაში რეალიზებული 12 167 ტონა თხილის ღირებულებამ 63.4 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, ქართული თხილი საერთაშორისო ბაზრებზე 5%-ით გაძვირდა.