მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული თხილის ხარისხი გაუარესებულია“ - თხილის მწარმოებელი მიზეზებს განმარტავს

62f76abe19c21
ლიკა მეგუთნიშვილი
13.08.22 16:43
12013
ნუშისა და თხილის მწარმოებელი კომპანია GE I Investment Corp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლათათიას შეფასებით, ქართული თხილის ხარისხი გაუარესებულია და თურქული თხილის ხარისხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

თორნიკე ლათათიას თქმით, ფერმერების უმეტესობა ბაღების მოვლისთვის საჭირო გაზრდილი ხარჯის გაწევას სრულად ვერ ახერხებს. ისინი თანხებს ზოგავენ, რაც თხილის ბაღებსა და მოსავლის ხარისხს მნიშვნელოვნად დაეტყო.

GE I Investment Corp -ის დირექტორის შეფასებით, იმისთვის, რომ ფერმერებმა ხარისხიანი თხილის წარმოება შეძლონ, მნიშვნელოვანია, ხარჯის მიუხედავად, ყველა საჭირო აგრო ოპერაცია დროულად ჩაატარონ.

„ხშირ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ფერმერს დანახული არ აქვს ეკონომიკაში, თუ რა ეფექტს იძლევა მათი დანახარჯი საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, მის ფასზე და შესაბამისად შემოსავალზე. აქედან გამომდინარე, ისინი უამრავ აგროსამუშაოს ჩატარებას თავს არიდებენ, რაც ცალსახად ხარისხზე აისახება. ჩემი აზრით, გაზრდილი ხარჯის მიუხედავად, ფერმერებმა აგრარული ოპერაციების ჩატარებას თავი არ უნდა აარიდონ და ისინი დროულად და ხარისხიანად უნდა ჩაატარონ. გარდაუვალი პროცესია, ფული აუცილებლად უნდა დაიხარჯოს, რომ შედეგი მიიღო. ფერმერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც პროდუქტის თვითღირებულება იზრდება, მისი გასაყიდი ფასიც მეტი იქნება“, - აცხადებს ლათათია

ცნობისთვის, დღეისთვის ქართულ ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30-35%-ით ნაკლებია. თხილის ღირებულება 2-3 ლარიდან იწყება და ხარისხის გათვალისწინებით, 4-5 ლარამდე ადის.