მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

5f96b5d710bf1
ინგა მურუსიძე
26.10.20 16:40
1283
25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული. 

როგორც bm.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2020 წლის 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტზე გატანილი ვაშლის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში - კერძოდ, 2 894 ტონა. რუსეთის გარდა, ქართული ვაშლი ექსპორტზე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ცნობისთვის: 2020 წლის 9 თვეში ექსპორტირებულია სულ 2.2 მლნ დოლარის ვაშლი, რაც წინა წელთან შედარებით 49%-ით ნაკლებია