მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ვაზის ჯიშების ისტორია (R)

6149e87f17a94
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 10:30
852
საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია გავრცელებული და ყველა მათგანს საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია აქვს.

ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გავეცანით თითოეული ვაზის ჯიშის თვისებებს, მისი მოვლის სპეციფიკას, მისი ყურძნისგან საუკეთესო ღვინის დაყენების ტექნიკას და ყველა მათგანის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ჩამოგვიყალიბდა.

ის, რომ ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ და ქვევრში ღვინის დაყენების პირველი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე არის დაფიქსირებული, უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული საუკუნეების წინანდელი ტრადიციის გაგრძელება და მისი განვითარება.

დღეს, ქართულ ვაზის ჯიშებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარულია, იქნება ეს საფერავი, რქაწითელი, ოჯალეში, ცოლიკოური, ალექსანდროული და სხვა, რომელთაგანაც შესანიშნავი და სხვადასხვა გემური თვისებების მქონე ღვინო მზადდება. უნიკალური ქართული ღვინო ყველას გაგვისინჯავს, ბევრს ფავორიტი გემოც შერჩეული გვაქვს, თუმცა ნაკლებად ვიცნობთ მათი წარმომავლობისა და განვითარების ისტორიას. სწორედ ამიტომ, კომპანია „თბილღვინომ“ დაიწყო საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვაზის სხვადასხვა ქართულ ჯიშს გავიცნობთ.

შემეცნებითი ვიდეორგოლები მომზადებულია ანიმაციის სახით, რაც ინფორმაციის აღქმასა და დამუშავებას კიდევ უფრო ამარტივებს. უძველესი ვაზის ჯიშების ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მოძიებულია უძველესი წყაროებიდან.

როგორც „თბილღვინოში“ აღნიშნავენ, შემეცნებითი კამპანია ემსახურება ვაზის ჯიშების არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი მოსახლეობისთვის გაცნობას.


„ქართულ ენაზე მომზადების შემდეგ, ის ითარგმნება და ყველა შეხვედრასა და პრეზენტაციაზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს წარვუდგენთ. აღსანიშნავია, რომ ვიდეო რგოლებს დიდი დაინტერესება მოჰყვა და ბევრმა პარტნიორმა ღვინის ახალი სახეობის აღმოჩენა თავიდან დაიწყო“, - განმარტავენ „თბილღვინოში“.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ანიმაცია უკვე მომზადდა ქისის, ოჯალეშისაცოლიკოურის და ალექსანდროული-მუჯურეთულის შესახებ, რომელსაც „თბილღვინოს“ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ. მათგან საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ღვინო მზადდება.

იმისათვის, რომ ქართული ღვინო უფრო მეტად გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე, მნიშვნელოვანია, მეტი ვიცოდეთ მის შესახებ, რაშიც „თბილღვინო“ დაგვეხმარება.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ უკვე 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა. „თბილღვინო“ დაახლოებით 60 წელზე მეტია, ქართულ ტრადიციას აგრძელებს. 1999 წლიდან კომპანიის სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები არიან. მათ ღვინის წარმოება ახალ ეტაპზე გადაიყვანეს, დანერგეს ხარისხის ახალ სტანდარტები, რომელიც ტრადიციების შენარჩუნებასა და ამავდროულად, სიახლეების შემოტანას ემსახურებოდა.