28.აგვისტო .2020 10:10

ქართული წარმოების პირბადე შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს

views 463
უკან

ქართული წარმოების პირბადე შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს, - შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებას „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ცდილობს.

როგორც bm.ge-ისთან საუბარში კომპანიის მენეჯერმა სოსო მეგრელიძემ თქვა, საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას საკმაო დრო, რესურსი და პირობები სჭირდება, რაზეც „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსში” ცალკე ჯგუფი მუშაობს.

რაც შეეხება საწარმოს ამჟამინდელ საქმიანობას, ამბობს, რომ მაისის შემდეგ უკვე 2- 2,5 მილიონი პირბადე აწარმეს.

„რეალიზაციას ვახორციელებთ ჩვენი არხებით. მომხმარებლები არიან კერძო კომპანიები და ასევე, მოვიგეთ ტენდერი, რომლის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლას პირბადეებით მოვამარაგებთ. ამჟამად, კომპანიაში 50-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული და გამორიცხული არ არის, გავფართოვდეთ. ყველა პროცესი ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე გაგრძელდება“, - განაცხადა მეგრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა